“არანაირ ცვლილებებს ახლო მომავალში არ უნდა ველოდოთ,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების მიზეზი პარტიაში დაპირისპირებაც იყო.
“აზრთა სხვადასხვაობა, გარკვეული დაპირისპირებებიც კი, რომელიც საჯაროც გახდა საზოგადოებოსთვის, უფრო გარკვეული მიზეზების გამო მწვავდებოდა, ამიტომ ერთ-ერთი მიზეზი ივანიშვილის დაბრუნების ესეც იყო. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას, მმართველ პარტიას გარკვეულწილად მეტი ერთიანობა სჭირდება, იმიტომ, რომ საქართველოს აქვს მნიშნელოვანი პრობლემები,”- აღნიშნა ჩუგოშვილმა.
კითხვაზე, რატომ ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილი ყრილობას, რომელიც არ არის “ქართული ოცნების” წევრი, ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ამით არაფერი დასტურდება, მათ შორის, არც ის, იქნება თუ არა ზურაბიშვილი “ქარული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი.