LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არანაირ სანქციებზე ამერიკის მხრიდან საუბარი არ არის… ვიღაცებს შეიძლება ასეთი ავადმყოფური აზრები აწუხებდეთ: ქადაგიშვილი

46
ირაკლი ქადაგიშვილი

„ქართული ოცნების“ წევრი და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ „თუ ჰიპოთეტურად გვიხარია, რომ საქართველო ოდესმე ისეთ მდგომარეობაში ჩავარდეს, რომ რომელიმე ქვეყანამ სანქცია დაუწესოს, რა თქმა უნდა, ვიღაცებს შეიძლება ასეთი ავადმყოფური აზრები აწუხებდეთ – იმათ, ვისაც ქვეყნის წინსვლა არ უხარიათ.“

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სიტუაციას აკვირდებიან და ელოდებიან, რომ გამოძიება ბოლომდე წარიმართოს.

გვინდა ყველამ, ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი აგოს: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

"როცა საქმე ეხება პრემიერმინისტრსა და მის მომავალს, ამის გადაწყვეტა, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის საქმეა, - აცხადებს ნედ პრაისი.

ირაკლი ქადაგიშვილი ფიქრობს, რომ ამ თვალსაზრისით არანაირი განსხვავება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის და საქართველოს მთავრობის პოზიციებს შორის არაა. როგორც ის ამბობს, არც სანქციების დაწესებას არ ელოდება.

„სამართლის აღსრულების ის მეთოდი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა – დაგიჭერ და რასაც მინდა, იმას გიზამ, სასამართლო ნოტარიულად დაამტკიცებდა პროკურატურის მოთხოვნას, ასე არ არის – ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოძიება და სასამართლო კანონის შესაბამისად წარიმართება და ყველა სასჯელს კანონის შესაბამისად მიიღებს.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ქვეყანაში კანონის აღსრულება ასე მოხდეს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებაში საუბარი არ არის არანაირ სანქციებზე.

კითხვა დასმული იყო ზოგად კონტექსტში, ამერიკა იყენებს თუ არა სანქციებს და მისი პასუხი იყო ზოგადი – ამერიკა სანქციებს იყენებს სხვადასხვა ვითარებაში, სხვადასხვა პირების წინააღმდეგ და ამ თვალსაზრისით ახალი არაფერი თქმულა. რაც შეეხება საქართველოს, არანაირ სანქციებზე ამერიკის მხრიდან საუბარი არ არის,“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები