რატომღაც ყველას გონია, რომ მარტივად გადაიტანს, მაგრამ ასე არ არის. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაინფიცირებულების მოხვედრის შანსი თანდათან მცირდება. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ”იმედის დღის” გადაცემაში ისაუბრა.
”ჩვენი კლინიკის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ არანაირი რესურსი აღარ გაგვაჩნია, რომ დამატებითი პაციენტები მივიღოთ, თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კლინიკას ამისი საშუალება არ გააჩნია. მედპერსონალიც დაინფიცირებულია. თუმცა, ვინც მუშაობს: ექიმები, მედდები და სანიტრები აქ 24 საათის განმავლობაში პაციენტების გადასარჩენად იბრძვიან”, – ლევან რატიანი.
მან საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ თავს გაუფრთხილდნენ. იმიტომ, რომ ისინიც ადამიანები არიან და მათი მიმხედავი ქვეყანაში აღარავინ დარჩება. თუ საზოგადოება მედიკოსებს არ დაუჯერებენ, საქართველოს დაემართება იგივე, რაც იტალიას მოუვიდა.
კლინიკის ექიმებს, 125 – მდე ცოვიდპაციენტის სიცოცლხე აბარიათ. აქედან, 40 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა