LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არანაირი ზეიმი სუფრა და დღესასწაული აღარ გვექნება“ – ცნობილმა წყვილმა რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქორწილი გააუქმა

1534
ფორტუნა - 2023-08-07T110550.523

რაჭის მაღალმთიან სოფელში გადასახლებულმა ახალგაზრდა ბლოგერმა,  ნანა აროშიძემ 12 ივლისს დაგეგმილი ქორწილი, რაჭის ტრაგედიის გამო, გააუქმა.

„ოჯახმა დავილაპარაკეთ და რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, შოვის უდიდესი ტრაგედიის გამო, 12 აგვისტოს დაგეგმილ ქორწილის ვაუქმებთ. არანაირი ზეიმი და სუფრა, დღესასწაული აღარ გვექნება.

ეს ტრაგედია 2 კვირის ან 1 თვის შემდეგაც ასეთი მწარე იქნება და იმედია, არც არასდროს დაგვავიწყდება. არც ერთ თვეში არ მექნება იმის განწყობა, ყველაფერი თავიდან ავაწყო და ყველა თავიდან დავპატიჟო.

ჯვარს მხოლოდ ოჯახის წევრების წრეში ვიწერთ. ჩემი (ემიგრანტი) დედამთილი სანამ აქ არის, გვინდა, ჯვრისწერას დაესწროს. ამდენ ხანს ზუსტად იმიტომ გვქონდა გადადებული, რომ მთელი ოჯახი ეკლესიაში ერთად ვყოფილიყავით,“ – ამბობს ნანა აროშიძე.

ბლოგერი ნანა აროშიძე მეუღლესთან ერად მაღალმთიან რაჭაში, სოფელ ღებში ცხოვრობს.

დღეს ნანა და ილოს ქორწილია – რა კადრები ვრცელდება ქორწილიდან

„ქალაქში ორჯერ ჩამოვიდა – ერთხელ მანქანის საყიდლად და მეორედ ჩემს ცოლად მოსაყვანად“ – ზღვის დონიდან 1 350 მეტრზე დაწყებული სიყვარულის ისტორია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები