LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არანორმალური დობა ჰქონდათ სოფოსა და ნინოს. არანორმალურად უყვარდათ ერთმანეთი…“

815
nino shubladze

საგანმანათლებლო  და მედიის სფეროში ერთ-ერთი ცნობილი სახე, GAU-ს დამფუძნებელი, პროფესიით ფსიქოლოგი, სოფო შუბლაძე, კორონავირუსის გართულებებს ემსხვერპლა. ის ტელეწამყვან ნინო შუბლაძის და გახლავთ.

ჟურნალ ‘“სარკის“ დღევანდელი მასალის მიხედვით, სოფო შუბლაძე პირველად კორონავირუსით ნოემბერში დაინფიცირდა, თუმცა გამოჯანმრთელდა და შემდეგ ბოხუას კლინიკაში ვირუსით გამოწვეულ გართულებებს მკურნალობდა.

სტატიაში ვკითხულობთ:

„გადარჩენის შემდეგ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. ბოხუას კლინიკაში, სადაც სოფო შუბლაძე პოსტკოვიდურ გართულებებს მკურნალობდა, კორონავირუსიანი პაციენტი, არც მეტი, არც ნაკლები შეეპარათ და მთელი სამედიცინო პერსონალი დაავადდა“. როგორც აღმოჩნდა, მეორედ სოფო სწორედ ამ დროს დაინფიცირდა და მისთვის ეს სასიკვდილო აღმოჩნდა…

სოფოს მეგობარი, ანა მიქაძე, ნინოსა და სოფოს დიდი მეგობრობის შესახებ „სარკეს“ უყვება:

არანორმალური დობა ჰქონდათ სოფოსა და ნინოს. არანორმალურად უყვარდათ ერთმანეთი, თან, საქმიანი ურთიერთობები ჰქონდათ. სოფო მუდამ კაშკაშა პროექტებში იყო ჩართული და პარტნიორებიც იყვნენ და თანამოაზრეებიც. სოფოს მედიაპროექტები, პიარპორექტები და საგანმანათლებლო პროექტები ჰქონდა.

სოფოს ერთი გოგონა დარჩა. წარმოუდგენელია ამ მთასავით ადამიანის გაჩერება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები