LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაორდინალური ატრაქცია: შესაძლოა, ქუთაისი და სათაფლია ერთმანეთს საბაგირო გზით დაუკავშირდეს

979
8-EBF487-F-3-C72-4-E62-8407-BBD787-E923-FB (1)

შესაძლოა, იმერეთში ახალი საბაგირო ხაზი გაკეთდეს, რომელიც ქუთაისსა და სათაფლიას ერთმანეთთან დააკავშირებს. აღნიშნული იდეით „საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის” ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი გამოდის.

როგორც ბერეკაშვილი Topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მსგავსი პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქუთაისი კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს მოიზიდავს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში აუცილებლად გვჭირდება დამატებითი, არაორდინალური ტურისტული მიზიდულობის ატრაქცია, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად, ამ კუთხით, შეიძლება ქუთაისისა და სათაფლიიის საბაგირო ხაზით დაკავშირება განვიხილოთ. ეს გაზრდიდა შიდა ტურიზმით მოგზაურებსაც, ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში. ანუ, ვინც აქამდე რამდენჯერმე ნამყოფია სათაფლიაზე, ისინიც კი ჩამოვლენ და ახალი ატრაქციით ისარგებლებენ. ამასთან, ვიცით, რომ სათაფლიის ტერიტორიაზე მოწყობილია კაფეტერია, ასევე სასტუმრო კომპლექსი, მაგრამ ვერ აამუშავეს, რადგან აკლია ამ ადგილს ეს მიზიდულობა. მისადგომადაც ცოტა რთულია, ქალაქიდან უცებ ვერ ხვდები და გვერდს უვლიან ხოლმე როგორც შიდა ტურიზმით ჩამოსული ადამიანები, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებიც. ჩვენ უბრალოდ მივდივართ, ერთ წრეს ვაკეთებთ და მოვდივართ უკან. არ ვჩერდებით, ეს პრობლემა აქვს სათაფლიას, კომერციული ობიექტებიც ვერ იტვირთება. თუ ეს საბაგირო ხაზი გაიხსნება, ქუთაისიდან სათაფლიაზე მოხვედრა რამდენიმე წუთში იქნება შესაძლებელი, თან ადვილად. ამით გაიზრდება სათაფლიიის როლი და ფუნქცია, შესაბამისად, ვიზიტორთა რაოდენობაც,”-ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი, პროექტის განსახორციელებლად თანხების მოზიდვის გზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ პროექტი უნდა წარადგინონ როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონალური განვითარების ფონდებთან. „ჩემი აზრით, მიიღებენ მხარდაჭერას. შეიძლება წელს ვერ გაკეთდეს და გაისად, მაგრამ მომავალში ხომ მაინცაა შესაძლებელი?”- დასძინა ლაშა ბერეკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g