LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაპროფესიონალიზმი მეტია, შრომა ნაკლებად უნდათ ადამიანებს, ამიტომ ეს გლობალურად და ქვეყნის ხელმძღვანელების საფიქრალია” – ლაშა პაპაშვილი

308
60facf053ceb0

ფაქტობრივად, ქვეყანაში არ დარჩა სექტორი, სადაც ბიზნესი კადრების გადინებას და დეფიციტს არ უჩივის. ამ თემას BMG-სთან ინტერვიუში ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილიც ეხმაურება.

ის ამბობს, რომ ეს პრობლემა ზოგადად მსოფლიოშია. „არაპროფესიონალიზმი მეტია, შრომა ნაკლებად უნდათ ადამიანებს, ამიტომ ეს გლობალურად და ქვეყნის ხელმძღვანელების საფიქრალია. ბიზნესი თავს გაართმევს რაღაცას. ადამიანური რესურსების დეფიციტი სულ არის. 90-იანი წლების ბოლოდან ბიზნესში ვარ და თვალდახუჭული ვაფინანსებ ადამიანების სწავლას და რა ინიციატივაც არ უნდა იყოს მათგან, ყოველთვის მივყვები მათი ცოდნის და ცხოვრების დონის ამაღლებისთვის“, – აღნიშნავს პაპაშვილი.

BMG-სთან ინტერვიუში ცნობილი ქართველი ბიზნესმენი იმასაც ამბობს, რომ ბიზნესში ყველაზე მთავარი კადრებია, ვინაიდან, მისი თქმით, რა იდეაც არ უნდა მოგივიდეს და რა ფულიც არ უნდა ჩადო, ვერ განახორციელებ თუ ადამიანები არ გყავს გვერდით.

ქართველები გასაუბრებაზე აღარ დადიან: „უნდა დაუკავშირდე დაახლოებით 3000 ადამიანს მაინც, აქედან გასაუბრებაზე 15 მოვა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g