LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები შეიძლება სახელმწიფოს საკუთრება გახდეს

158

ნაკვეთები, რომლებიც საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრირებული არ არის, შესაძლოა სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდეს. ამას ითვალიწინებს “საჯარო რეესტრის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც განსახილველად პარლამენტშია შესული.

კანონპროექტის მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრირებული არ არის, მას სახელმწიფო თავის საკუთრებად დაარეგისტრირებს  და განკარგავს. განკარგვის ან სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში კი  ერთწლიანი შეზღუდვა დაწესდება.

დღეს მიწების უმეტესობა სათანადოდ რეგისტრირებული და ერთიან ელექტრონულ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში აღრიცხული არ არის, რადგან წლების განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე სრულყოფილი აზომვითი სამუშაოების ჩატარება და რეგისტრაცია არ ხდებოდა. ამ მხრივ არსებობდა იშვიათი გამონაკლისები, როცა დღის წესრიგში იდგა კონკრეტული მიზის კანვეთის პროვატიზების საკითხი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტრო ითხოვს, ცვლილებები 1-ლი იანვრიდან ამოქმედდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს ისეთი მიწის ნაკვეთების პრივატიზება, რომელთა საკუთრების უფლება ჯერ დადგენილი არ არის.

მთავრობა პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, თუმცა პარლამენტმა ცვლიელებების ჩვეულებრივი წესით განიხილავას დაუჭურა მხარი.

magti 5g