LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასდროს დანებდეთ, ცხოვრება ზუსტად ახლა იწყება“ – ადელი, ედ შირანი, ბასტა რაიმსი და სხვა ვარსკვლავები, რომლებმაც ზედმეტი კილოგრამები წარსულში დატოვეს

246
4567

ზედმეტი წონის დამარცხება არც თუ ისე მარტივია, ამისთვის უსაზღვრო ნებისყოფა, კვების სწორი გეგმა, ბევრი ვარჯიში და შედეგის შენარჩუნებაა საჭირო. ადელი, კელი ოსბორნი, ედ შირანი, ბასტა რაიმსი და რაბელ უილსონი, – აღნიშნულმა ვარსკვლავებმა პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლეს და საზოგადოების წინაშე სრულიად სხვანაირები წარდგნენ. ახლა სწორედ მათ შესახებ გიამბობთ.

სია დავიწყოთ 32 წლის მომღერლით, ადელით, რომელმაც უკანასკნელ რამდენიმე თვეში არნახულ შედეგს მიაღწია და არც მეტი, არც ნაკლები წარსულში ზედმეტი 60 კგ დატოვა. ის ახლა შეუდარებელ ფორმაშია, მისი ინსტრუქტორი კი აცხადებს, რომ ყოველივე ეს დიეტის, რაციონალური კვებისა და დაუღალავი ვარჯიშის შედეგია. ადელმა 4 თვეში 45 კგ-ს დაკლება შეძლო, სრულ შედეგს კი 8 თვეში მიაღწია.

ლეგენდარული ოზი ოსბორნის ქალიშვილმა, კელი ოსბორნმა 40კგ დაიკლო. აღსანიშნავია, რომ ზედმეტ კილოგრამებს ვარსკვლავი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა, თუმცა უშედეგოდ. ამის მიზეზი კი მისი დამოკიდებულება იყო სწრაფი კვების ობიექტებთან. როგორც კი კელიმ „ფასთ ფუდების“ მიმართ სიყვარული დასძლია, შედეგიც მალევე  დადგა. ახლა მისი ცნობა შეუძლებელია.

ათწლეულის არტისტად დასახელებულმა ედ შირანმა კი 25 კგ დაიკლო. როგორც თავად ამბობს, ლუდი მის წონაზე ნეგატიურად მოქმედებდა, ამიტომ ვარსკვლავმა ის რაციონიდან საერთოდ ამოიღო. პუტკუნა, წითური ბიჭუნასგან აღარაფერი დარჩა. როგორ ერთ-ერთი ინტერვიუდან გახდა ცნობილი, ედს დიეტის დაცვაში მისი აწ უკვე მეუღლე, ჩერი სიბორნი დაეხმარა.

48 წლის ბასტა რაიმსმა სიმსუქნეს ბრძოლა სულ ცოტა ხნის წინ გამოუცხადა და უკვე 44 კგ დაიკლო. „არასდროს დანებდეთ, ცხოვრება ზუსტად ახლა იწყება“ – ამ სიტყვებით მოუწოდა ვარსკვლავმა საზოგადოებას და საკუთარი ტრანსფორმაციის ამსახველი ფოტოც გაავრცელა.

და ბოლოს, მართალია, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა დასაწყისისთვის –20 კგ სავსებით კარგი შედეგია. მსახიობმა, რაბელ უილსონმა კელი ოსბორნის მსგავსად, სწრაფ კვებაზე უარი განაცხადა და კილოგრამები წარსულში დატოვა. გარდა ამისა, მან რძის პროდუქტებზე თქვა უარი, რომლებიც დიდი რაოდენობით გლუტენს შეიცავს. მსახიობი დიეტის დაცვას კვლავ აგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები