LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასდროს განსაჯო ადამიანი, სანამ მის გზას არ გაივლი – ლაო-ძის ბრძნული გამონათქვამები

24539
FORTUNA. GE

უძველესი ჩინელი ფილოსოფოსი ლაო-ძი, რომელიც ჩვენს ერამდე VI-V საუკუნეებში მოღვაწეობდა, უამრავი ესსესა და მოთხრობის ავტორია. მასვე ეკუთვნის ფილოსოფიური ნაშრომი „დაო დე ძინი”, რომელიც ჩინეთის რელიგიურ-ფილოსოფიურ მიმდინარეობას – დაოსიზმს დაედო საფუძვლად.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ლაო-ძის ცნობილ ფრაზებს:

დაუკვირდი ფიქრებს, რადგან სწორედ ფიქრები გიბიძგებს მოქმედებისკენ!

სხვაზე გამარჯვება ძალას გმატებს, საკუთარ თავზე გამარჯვება კი – უშიშრად გაქცევს.

საუკეთესო განათლება – ცოდნაა, რომ არაფერი იცი.

ის, ვისაც სხვისი მართვა შეუძლია – ძლიერია, მაგრამ მხოლოდ ისაა უძლეველი, ვისაც საკუთარი თავის მართვა გამოსდის.

ბრძენმა ბევრი იცის, მაგრამ ცოტას ლაპარაკობს, ბრიყვმა ცოტა იცის, მაგრამ ძალიან ბევრს ლაპარაკობს.

მანამდე იქნები ნაკლული და არასრულფასოვანი, სანამ სხვის შექებასა და შეფასებაზე ხარ დამოკიდებული.

სინამდვილეში, ყოველთვის ის გმართავს, ვინც გაბრაზებს და გაღიზიანებს.

როცა იმისგან გათავისუფლდები, რაც ხარ, ზუსტად ის გახდები, რაც გინდა, რომ იყო.

ბრიყვის მართვაა ადვილი, თორემ განათლებულ ადამიანს ვერავინ მართავს.

ვინმემ თუ გაზარალა, ნუ ეცდები შურისძიებას, უბრალოდ დაჯექი მდინარესთან და მალე დინება თვითონ წამოიღებს შენი მტრის გვამს.

მართალი სიტყვა არასდროსაა ლამაზი, ლამაზი სიტყვა არ იმსახურებს ნდობას. კეთილი ადამიანი არასდროსაა მჭევრმეტყველი, მჭევრმეტყველი ვერასდროს იქნება კეთილი. მცოდნე არასდროს ამტკიცებს, რადგან მტკიცება უვიცის საქმეა.

ბუნება არასდროს ჩქარობს, რადგან ის ყველაფერს თავის დროზე აკეთებს.

უმჯობესია იყო რბილი გარედან და მაგარი შიგნიდან, ვიდრე მყარი გარედან და მყიფე შიგნიდან.

ის, ვინც სულ საკუთარ ბრწყინვალებაზე ლაპარაკობს, სინამდვილეში ვერასდროს იბრწყინებს.

არასდროს განსაჯო ადამიანი, სანამ მის გზას არ გაივლი.

ყველა უბედურება წვრილმანით იწყება, ისე როგორც ყველა დიდ საქმეს წინ უმნიშვნელო წამოწყება უძღვის.

როცა ძებნას იწყებ, ყოველთვის ბევრს კარგავ, როცა არაფერს ეძებ, აუცილებლად ყველაფერს პოულობ.

მხოლოდ ღირსეულს შეუძლია სიკეთის გაკეთება და სანაცვლოდ არაფრის მოთხოვნა.

ნამდვილი მოგზაური თავგადასავლების მოყვარულია, რომელსაც არც გეგმა აქვს, არც წარმოდგენა სად მიემგზავრება.

ზარალიც შეიძლება იქცეს მოგებაც და დიდი მოგებაც შეიძლება იყოს ზარალის მომტანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g