LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასდროს მიკამათია.. არ იყო ადვილი ადამიანი, ცოტა მკაცრი კაცი იყო, გურის ვეძახდი – როგორ მიიღო დათო დარჩიამ გურამ ფირცხალავა მამად

7251
ფორტუნა (13)

გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ მსახიობმა დათო დარჩიამ მის გამზრდელზე, გურამ ფირცხალავაზე და მასთან გატარებულ დროზე ისაუბრა.

„ნაქირავებში ცხოვრობდა გურამი, სამტრედიის ქუჩაზე, სადაც დედა დადიოდა და მეც ხშირად დავყავდი ხოლმე. ბევრი თოფები და იარაღები ჰქონდა და ვერთობოდი. დედა მალევე გათხოვდა. მიიღეს ბინა ნუცუძის პლატოზე და ცხოვრობდნენ იქ, სანამ გურამი არ გარდაიცვალა. დედა რომ გათხოვდა მეორედ, 10 წლის ვიყავი. მე და გურამი ნელ-ნელა დავახლოვდით. განსაკუთრებით ბოლო წლებში დავძმაკაცდით. ჩემმა შვილმა ითამაშა დიდი როლი. საოცრად უყვარდა გუგა.

გურამთან არასდროს მიკამათია. არ იყო ადვილი ადამიანი. ცოტა მკაცრი კაცი იყო. გურის ვეძახდი. თვითონ რამდენჯერმე დამიძახა მამა“. – იხსენებს დათო დარჩია.

მამაჩემის პანაშვიდებზე არ ვყოფილვარ, მისმა მეუღლემ არ მოინდომა ჩემი მისვლა – როგორ იხსენებს ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობას დათო დარჩია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები