LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასოდეს დაუჯეროთ და ენდოთ ადამიანებს, რომლებიც გიმტკიცებენ, რომ ვაქცინები არ მუშაობს ახალ ვარიანტებზე: ბიძინა კულუმბეგოვი

110
ბიძინა კულუმბეგოვი

„არასოდეს დაუჯეროთ და ენდოთ ადამიანებს რომლებიც კვლევების გარეშე გიმტკიცებენ, რომ ვაქცინები არ მუშაობს ახალ ვარიანტებზე!“, – ასე ეხმიანება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ახალ კვლევას, რომლის მიხედვითაც, „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ 2 დოზით ვაქცინაცია, ინდური შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია.

„B.1617.2 ანუ ინდურ ორმაგ მუტაციაზე ოქსფორდ/ასტრაზენეკას და ფაიზერის ეფექტურობა:

Pfizer – 1 დოზა 33.5%, 2 დოზა 87.9%.  AstraZeneca – 1 დოზა 33.2%, 2 დოზა 59.8%

პ.ს. არასოდეს დაუჯეროთ და ენდოთ ადამიანებს რომლებიც კვლევების გარეშე გიმტკიცებენ, რომ ვაქცინები არ მუშაობს ახალ ვარიანტებზე!!!“, – წერს კულუმბეგოვი.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისის“ კვლევით, პირველი დოზის შემდეგ ეფექტურობა მხოლოდ 33%-ს შეადგენდა.

ფაიზერის ვაქცინამ, ორივე დოზის მიღების შემდეგ ორ კვირაში, ინდურ შტამთან, 66%-იანი, ხოლო ბრიტანულ შტამთან 93%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ასტრაზენეკას ორი დოზა 60%-ით ეფექტური აღმოჩნდა ინდური ვარიანტის მიმართ, ბრიტანულის მიმართ კი – 66%-ით.

პოპულარულები