LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასოდეს, საპატრიარქოს ხმა არ ამოუღია რეალურ პრობლემებზე….ყოველთვის აჭერს წიხლს საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენას“

1492
cvataaa

მოაზროვნე ცვატა ბერძენიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საკვირაო ქადაგებისას ეხმაურება. გუშინ, ილია მეორემ დედის როლზე და აღნიშნა, რომ “ სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა”.

ცვატა ბერძენიშვილი წერს, რომ რეალურ პრობლემებზე  საპატრიარქოს ხმა არასოდეს არ ამოუღია .

„ათწლეულებია ამ ქვეყანას უზარმაზარი პრობლემები აქვს – ომი (გარე თუ შიდა), დაკარგული და ოკუპირებული ტერიტორიები, საკუთარი სახლებიდან გამოყრილი ადამიანები, სიღარიბე, შიმშილი, უმუშევრობა, უკიდურესი გაჭირვება, კორუფცია, ოჯახში (და, ზოგადად) ძალადობა და ა.შ. – “ლეგიონია მათი სახელი”.

ხოლო ამ დროს “დედა ეკლესიად” თავის მომხსენიებელი საპატრიარქო და მის სათავეში მომჯდარი ჩვენი “მწყემსი კეთილი” ყოველთვის დუმს, როდესაც ქვეყანას უჭირს.

არასოდეს, საპატრიარქოს ხმა არ ამოუღია რეალურ პრობლემებზე.

არასოდეს, საქართველოს საპატრიარქო არ დამდგარა თავისი მოსახლეობის, რიგითი ადამიანების გვერდით.

სამაგიეროდ, ეს ხალხი ძალიან დიდი წარმატებით “გამოიგონებდა” და დღემდე იგონებს მტრებს, რომლებსაც ალესილი ჯვრით დასდევს.

ასე სდიეს ხან ეთნიკურ, ხან რელიგიურ და ხანაც სექსუალურ უმცირესობებს. იეჰოვას მოწმეები ქვეყნის ნომერ პირველ მტრებად გამოაცხადეს, 20 გეის ქუჩაში გავლა ქვეყნის უმწვავეს პრობლემად და ერის ტრაგედიად შერაცხეს.

მერე მიადგნენ ქალებს, ოჯახებს, რომლებსაც წლები შვილი არ ჰყავდათ, ხელოვნური განაყოფიერებით შეძლეს ოცნების ასრულება და შვილები ცოდვის შვილებად გამოუცხადეს.

მერე მიადგნენ ოჯახების, შვილების სარჩენად უცხოეთში წლობით გადახვეწილ ადამიანებს, რომლებიც კაცმა არ იცის, იქ რა პირობებში მუშაობენ და ისინი ამუნათეს ემიგრანტობისთვის.

ახლა ზოგადად მომუშავე ქალების/დედების ჯერი დამდგარა – თურმე როგორ ბედავენ ბავშვების მიტოვებას და მუშაობას.

მოკლედ, ქრისტეს სახელს ამოფარებული ეს ორგანიზაცია, ქრისტეს ცხოვრების და მოძღვრებისვე საწინააღმდეგოდ ყოველთვის დგას “ძლიერთა ამა ქვეყნისათა” მხარეს და ყოველთვის აჭერს წიხლს ყველაზე დაუცველ, მოწყვლად და ჩაგრულ ფენას საზოგადოების.

არაუშავს – აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ეს ბოროტების ბუდე დაინგრევა და “წმინდა სინოდად” მოხსენიებულ უწმინდურთა ხროვას საკადრის ადგილს მიუჩენს საზოგადოება.

“მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული. რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით; უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ. მაშინ ისინიც პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ? მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ” (მათე 25:41-45).

ნინო დანელია პატრიარქს: არ გაბედოთ, შეეხოთ დედებს, რომლებიც მუშაობენ და შვილებს ზრდიან

"ნეტა იყოს ამ ქვეყანაში შესაბამისი სერვისები დედისთვის, რომ არ ეწამოს ყველა და არანორმალურ დაბრკოლებად არ უღირდეს შვილის გაზრდა და მუშაობა ერთად"

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები