LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვან შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით 80 წლის მამაკაცი დააკავეს

245
shutterstock-126128162

1940 წელს დაბადებული პირი, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ქარელში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულმა მამაკაცმა ფიზიკურად იძალადა თავის შვილიშვილზე. ხოლო ბავშვმა ძალადობაზე ინფორმაცია სოციალურ მუშაკს მიაწოდა, რომელმაც ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

„დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g