LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვანი, რომელიც მეტროს ლიანდაგში ჩავარდა, კლინიკაში მკურნალობს – როგორია პაციენტის მდგომარეობა

63
Untitled design (1)

არასრულწლოვანი, რომელიც მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“, ლიანდაგში ჩავარდა, კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმები საუბრობენ და აცხადებენ, რომ მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვს:

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოიყვანა 14 წლის პაციენტი. შემოსვლისას მისი მდგომარეობა იყო მძიმე, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა ინტენსიურ მონიტორინგს საჭიროებს და კლინიკაში ყოვნდება. სახეზე დაზიანებები არ აქვს, თავის არეში აქვს, თუმცა, ეს დაზიანებები არის ზედაპირული, რომელიც დამუშავდა და გაიკერა“, – აღნიშნა ექიმმა.

შეგახსენებთ, თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრი ლიანდაგებში გუშინ ჩავარდა.

თბილისის მეტროს ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა

მომხდარის გამო, პირველ ხაზზე  გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მგზავრთა გადაადგილება დროებით შეჩერებული იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g