LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების განხორციელბისთვის ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს

51

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისან-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1991 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1995 წელს დაბადებული რ.ს. თბილისში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს. გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები