LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავინ არ გაგვაფრთხილა, ადგა, დაურეკა კომპანიებს, საჩუქრები შეაგროვა და ჩამოგვიტანა“ – თამუნა მუსერიძე

985
ing (1)

ჟურნალისტი და სოციალური პროექტის „ვეძებ“ ავტორი, თამუნა მუსერიძე საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, დუშეთში იმყოფება. როგორც მან „ფორტუნას“ განუცხადა, ამ წუთებში ბავშვთა სახლს სტუმრობენ, სადაც ბენეფიციარებისთვის საჩუქრები ჩაიტანეს.

სიკეთე ამჯერადაც გადამდები აღმოჩნდა და როგორც ირკვევა, კამპანიაში ჩართვის სურვილი არაერთმა ცნობადმა სახემ გამოთქვა, მათ შორისაა მომღერალი, „ღამის შოუს“ ბენდის წევრი, ბაბი კირკიტაძე:

„არავინ არ გაგვაფრთხილა, ადგა, დაურეკა კომპანიებს, საჩუქრები შეაგროვა და ჩამოგვიტანა. „კონტეინერი“, „გრანდ აუთლეტი“, მადლობა გვერდში დგომისთვის“, – წერს თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში და ფოტოს გვიზიარებს.

 

არავინ არ გაგვაფრთხილა, ადგა, დაურეკა კომპანიებს, საჩუქრები შეაგროვა და ჩამოგვიტანა ???Container • კონტეინერი Grand Outlet • გრანდ აუთლეტი მადლობა გვერდში დგომისთვის ??

Posted by Tamuna Museridze on სამშაბათი, 16 იანვარი, 2024

 

ცნობისათვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თამუნა მუსერიძე, საქველმოქმედო კამპანიით მოქალაქეებს აერთიანებს – ის ხშირად სტუმრობს სხვადასხვა დაწესებულების ბენეფიციარებს და კომპანიებისა და საზოგადოების ჩართულობით, მათთან საკვები პროდუქტები და სააჭირო ნივთები მიაქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები