„კიდევ ერთხელ ვამბობ – არავის არ ვეომებით, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არც არავისი გვეშინია”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჩხოროწყუში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პარტიის ხედვებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, “ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ მისი მუქარების არავის ეშინია”.
“ვერანაირი მუქარებით, რაღაც სამსახურიდან გაგდებებით ვერავის შეაშინებენ, საერთოდ ვერავის! მინდა თითოეულ ადამიანს ვუთხრა – იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანის გვერდით ვდგავარ და აბა, მოვიდნენ და ვინმეს დაემუქრონ! ვერავინ ვერასოდეს გაბედავს ამ ქვეყანაში რიგითი ადამიანის დაშინებას იმით, რომ სამსახურს და ხელფასს დაკარგავს! ეს არის უღირსობა უბრალოდ”,-განაცხადა გიორგი გახარიამ.
მან ასევე, შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაც დააანონსა.
„ჩვენ დავიწყებთ მუნიციპალური არჩევნებით, შემდგომ გავაგრძელებთ საპარლამენტო არჩევნებით და როგორ უნდა ხალხთან ერთად იზრუნო და აშენო სახელმწიფო, ამის მაგალითს ვაჩვენებთ ქვეყნის შიგნითაც ყველას და ქვეყნის გარეთაც. რაც მთავარია – ჩვენ ეს შეგვიძლია!“ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა.
