LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც ერთ ჩვენგანს არ ჰყავს სტაბილური მეორე ნახევარი, შენ გარდა“ – როგორ ცხოვრობს ეკა ხოფერია ტელევიზიის გარეშე

3412
maia-eka-news

ეკა ხოფერიამ ოჯახზე და ტელევიზიის მიღმა ცხოვრებაზე „პროფილში“ ისაუბრა. მან ტელევიზია ისე მიატოვა, რომ სინანულის გრძნობა არ აქვს. მაია ასათიანმა მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ არ ეგონა, თუ ეს ყველაფერი ამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდებოდა. „არც ერთ ჩვენგანს არ ჰყავს სტაბილური მეორე ნახევარი, შენ გარდა“, აღნიშნა მაიამ. ეკა ხოფერიამ კი თავისი გადაწყვეტილება განმარტა.

ეკა ხოფერია:

„ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, როცა ორივე ვიყავით 33 წლის. ორივეს ჰქონდა შემდგარი პროფესიული თუ სხვა ამბების კუთხით, უკვე 33 წლის ასაკში რომ ხვდები ერთმანეთს, არაფრის დამტკიცება არ გჭირდება, არც იმის, რომ პროფესიონალი ხარ, არც იმის, რომ მაგარი გოგო ხარ, არც ეჭვიანობაა…

43-44 წლის ასაკში შენს თავს კარდინალურად შეუცვალე სფერო, თქვი უარი გამზადებულ სარბიელზე. ერთი იყო ოჯახის თემა, მაგრამ მეორე კითხვა იყო, აბა, სხვა რა შეგიძლია? იყო თავგადასავალი და არ იყო მარტივი. როცა იღვიძებ, ფიქრობ, რას აკეთებ მნიშვნელოვანს. იმას ვაკეთებ, რომ აქეთ მაქვს ჯადოსნური სამყარო, იმ ადამიანებით, რომელთაც ჩემი ოჯახი ჰქვია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g