პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ეხმიანება.
„დრო გვაჩვენებს, სად ვართ, ვიქნებით, იქნება რეგიონი და ევროპა უკრაინის ომის შემდეგ” – ღარიბაშვილი
ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „არჩევანი – დასავლეთი თუ რუსეთი, რაც არის რეალური არჩევანი დღეს, ნელ-ნელა ჩაანაცვლეს არჩევანით – ომი თუ მშვიდობა, რაც ყალბი არჩევანია“.
„ღარიბაშვილის მიუნხენის „გამოსვლაზე“
ჯერ ერთი, არანაირი გამოსვლა არ ყოფილა. არავის აინტერესებს იქ დღევანდელ მოცემულობაში რუსეთის წინაშე გაწოლილი ბიძინას მოურავის გამოსვლა.
პანელური დისკუსია იყო კავკასიაზე, ორი კითხვა დაუსვეს და მათზე პასუხად იბოდიალა ის, რასაც ახლა „გამოსვლად“, „მიმართვად“ და „სიტყვად“ ასაღებენ.
რა მოვისმინეთ ამ კონფერენციაზე დასავლეთის ქვეყნების ლიდერებისგან:
– რუსეთმა ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე დანაშაულები
– რუსეთმა უნდა აგოს პასუხი
– რუსეთის დამარცხება გარდაუვალია
– უკრაინა გაიმარჯვებს
– უკრაინა ბოლომდე აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას
– ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ბოლომდე, სანამ ეს მიზნები არ იქნება მიღწეული
– ჩვენ ვზრდით თავდაცვის დაფინანსებას და სამხედრო შეიარაღების წარმოებას
– არავის უნდა ეგონოს რომ მსგავსი ქცევა ვინმეს ეპატიება
რა მოვისმინეთ ღარიბაშვილისგან:
– ომი ცუდია
– მშვიდობა კარგია
– ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას
– დასხდნენ ამერიკა, ევროპა, ჩინეთი და რუსეთი და დაამყარონ მშვიდობა
ანუ სტანდარტული რუსული ნარატივი:
1. დიდმა მოთამაშეებმა დაალაგონ ურთიერთობა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე
2. პატარებს (მათ შორის უკრაინას) არავინ არაფერს ეკითხება
3. ომი უკრაინაში რუსეთის ბრალი კი არ არის, იმის ბრალია, რომ დიდმა მოთამაშეებმა რაღაც ვერ გაიყვეს.
საქართველოზე რომ გადმოვათამაშოთ, ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანას, არ გვაქვს უფლება, თავად განვსაზღვროთ საკუთარი მომავალი (დასავლეთში, ნატოსა და ევროკავშირში), რადგან რუსეთს გააჩნია მისი ინტერესები კავკასიაში, რომლებიც გასათვალისწინებელია დასავლეთის მიერ.
ის რასაც პუტინი ლაპარაკობს წლებია.
ოღონდ ეს ყველაფერი შეფუთულია „მშვიდობის“ სოუსში.
„მშვიდობას“ ყიდიან ომით დაშინებულ ხალხზე.
არჩევანი – დასავლეთი თუ რუსეთი, რაც არის რეალური არჩევანი დღეს, ნელ-ნელა ჩაანაცვლეს არჩევანით – ომი თუ მშვიდობა, რაც ყალბი არჩევანია (სინამდვილეში, პირიქითაა, გრძელვადიანი მშვიდობა სწორედ ნატო და დასავლეთია), მაგრამ ეფექტურად მუშაობს.
ეგეც რუსული ამბავია, ბევრჯერ ნაცადი. სულ მშვიდობას გვტენიდნენ ეგ დედააფეთქებულები.
2008-შიც операция по принуждению к миру ჩაატარეს (უკრაინაში ომსაც იმავეს ეძახიან).
აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც „მშვიდობა დაამყარეს“ 1990-იანებში და ‘„შვიდობისმყოფელები“ ჩააყენეს.
1921-შიც წესრიგის და მშვიდობის დასამყარებლად შემოლაგდნენ.
1783-შიც მშვიდობის დაპირება მოგვყიდეს („ახლა კი დროა, სოლომონ, რომა მშვიდობა ნახოს საქართველომა“).
2 საუკუნეზე მეტია ერთი ტყუილით გვაბოლებენ.
იქნებ როგორმე ამჯერად აღარ დავა&^%ვებინოთ თავი და გავუშვათ რუსული სამხედრო ხომალდის მიმართულებით?.“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე:
„რეფორმების ძლიერი განრიგით საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრ