LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეფორმების ძლიერი განრიგით საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

148
Capture

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა და მისი თქმით, ლაიენთან ერთად „ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის მტკიცე ნაბიჯები და ეფექტური რეფორმები” განიხილა.

“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ურსულა ფონ დერ ლაიენთან. გამოვკვეთეთ საქართველოსთვის მტკიცე ქმედებები და ეფექტური რეფორმები ევროინტეგრაციის გზაზე. იმედი გვაქვს ევროკომისიის დახმარების, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მომდევნო ეტაპზე გადავიყვანოთ! რეფორმების ძლიერი განრიგით საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.