LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: 2008 წლის ომის შემდეგ, არ გვინახავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, პირიქით, რუსეთთან ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რაც ძალიან ცუდი სიგნალი იყო

133
Capture

,,2008 წლის ომის შემდეგ, არ გვინახავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, პირიქით, რუსეთთან ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რაც ძალიან ცუდი სიგნალი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკას მიყვება.

„რაც შეეხება სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა 2008 წლის ომსა და მის შედეგებზე ილაპარაკა.

„ჩვენ გვინახავს ომის შედეგი ჩვენსავე ქვეყანაში 2008 წელს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, სრულად დავკარგეთ კონტროლი ჩვენს ტერიტორიებზე და როგორც ვთქვი, სამხედრო ბაზები აქვს რუსეთს კვლავ ჩვენს ტერიტორიაზე. ეს მიმდინარე პროცესია, არ შეჩერებულა. ასევე მინდა ვახსენო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენ არ გვინახავს სანქციები, რომელიც რუსეთზე დაწესდებოდა. პირიქით, ვნახეთ, რომ ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა რუსეთთან, ამიტომ, ვიტყოდი, ძალიან ცუდი სიგნალი იყო ის, რომ სანქციები არ მოჰყვა ჩვენს შემთხვევას. უნდა ვახსენო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ წავალთ წინ. თუ ეს ომი გაგრძელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას კიდევ უფრო დამანგრეველი ძალა ექნება. მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპება. ეს ომი მსოფლიომ უნდა დაასრულოს”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები