LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია დარჩიაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრაზე საუბარი იყო მოლოდინზე, იმაზე, რომ გარდაუვალია და მნიშვნელოვანია, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი შემოდგომაზე

202
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი იყო იმ მოლოდინზე, რომ გარდაუვალია და მნიშვნელოვანია, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი შემოდგომაზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით საქართველომ პროგრესს მიაღწიოს” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

„დრო გვაჩვენებს, სად ვართ, ვიქნებით, იქნება რეგიონი და ევროპა უკრაინის ომის შემდეგ” – ღარიბაშვილი

„ევროკომისიის პრეზიდენტსაც ვესაუბრეთ ყველა იმ სამუშაოზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ, მმართველმა გუნდა ჩაატარა, რომ მიღებული რეკომენდაციები შეგვესრულებინა. სრულად იქნა ასევე ქალბატონი პრეზიდენტი ინფორმირებული ჩვენი მხრიდან და მასთანაც საუბარი იყო მოლოდინებზე, იმაზე, რომ გარდაუვალია და მნიშვნელოვანია, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი შემოდგომაზე. მინდა, ვთქვა, რომ დღევანდელ განხილვებში, ორმხრივ შეხვედრებში განსაკუთრებული დადებითი მუხტი შემოიტანა სულ ახლახან ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, სადაც დადებითადაა შეფასებული საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამას თავისი პოზიტიური ეფექტი აქვს მსგავსი ტიპის განხილვებში. ამ მიღებულმა ანგარიშმა ახალი, დადებითი და პოზიტიური იმპულსი შემოიტანა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, ვგულისხმობ ევროკავშირსა და საქართველოს. ამას, რა თქმა უნდა, თავისი ეფექტი ექნება და ამან გაზარდა ოპტიმიზმი, რომელიც არის როგორც ჩვენს მხარეს, ისე ევროკავშირის მხარეს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g