მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით საქართველომ პროგრესს მიაღწიოს, – აღნიშნული ტექსტით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას “ტვიტერზე“ ეხმაურება.
მისივე თქმით, მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად.
„კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განმეხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან,ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად”, – აცხადებს ფონ დერ ლაიენი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.