დრო გვაჩვენებს, სად ვართ, ვიქნებით, იქნება რეგიონი და ევროპა უკრაინის ომის შემდეგ, – აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
“რთულია, ითქვას, რა მოხდება. დრო გვაჩვენებს, სად ვართ, ვიქნებით, იქნება რეგიონი და ევროპა უკრაინის ომის შემდეგ. მე უნდა გავიმეორო ის, რაც თავიდანვე ვთქვი, მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ გააჩნია ალტერნატივა. ვიხილეთ, რომ ატომური ომის საფრთხის შესახებ რიტორიკა დაბრუნდა არა მარტო უკრაინაში, არამედ ევროპაში და მთელ პლანეტაზე.
ამიტომ, უნდა ველოდოთ შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, რუსეთს, ევროკავშირს. იქნება ერთად დასხდომის საშუალება, სურვილი, მოლაპარაკება. ომი არ არის გადაწყვეტა”, – აცხადებს ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.