LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნების პერიოდში დარღვევებისთვის 15 პირი პასუხისგებაში მიეცა

91

„საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში დარღვევებთან დაკავშირებით ყველა საქმე ბოლომდეა მიყვანილი, 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, როგორც ოპოზიციური პარტიიდან, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები,“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მომხდარ რამდენიმე ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

„ჩვენ ვცდილობდით, როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ისე მთელი მიმდინარეობის დროს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი, როგორც სამართალდამცავ უწყებას, შეგვენარჩუნებინა. მარნეულში მომხდარ ინციდენტზე ორი პირი იმ დღესვე დავაკავეთ, ერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, მეორე „ქართული ოცნების“. გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ ახლა ვაწარმოებთ იმ პირების გამოკითხვას, ვინც არჩევნების დროს უბრალოდ არ მოვწყვიტეთ სამსახურს, რადგან არ გვინდოდა პროცესების ჩაშლა. ამომრჩევლისთვის ფულის დარიგების საკითხთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია. შესწავლა მიმდინარეობს, თუ ფაქტები დადასტურდება, რეაგირება პროკურატურამ უნდა მოახდინოს,” – განაცხადა მეზვრიშვილმა.

magti 5g