LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძემ აშშ ვიზიტამდე მსოფლიო პატრიარქისგან დალოცვა მიიღო (ფოტო)

165
84024570-2218044355163328-3402315054274576384-n

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიისთვის ცნობილი 31 იანვარს გახდა, როდესაც ამერიკულმა გამოცემამ დაწერა, რომ აშშ-ში ელოდებოდნენ ქართულ დელეგაციას და მათ შორის არჩილ თალაკვაძეს. ამავე გამოცემის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარე უნდა დაესწროს “ლოცვის შემდგომ საუზმეს”. საქართველოდან სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 თებერვალს გახსნა. დავით ზალკანიანს წილად ხვდა პირველად შეხვედროდა იმ სენატორებს და კონგრესმენებს, ვინც საქართველოს მთავრობას “კრიტიკული” წერილები გამოუგზავნეს.

“ამ საქმეში გვინდა ქართველების გვერდით ვიდგეთ”: ზალკანიანის ვიზიტი აშშ-ში და შეხვედრა “კრიტიკული წერილების” ავტორებთან

იგივე მიზეზით გაემგზავრა აშშ-ში არჩილ თალაკვაძე, რომელსაც მაღალი რანგის შეხვედრები ელოდება პარტნიორ ქვეყანაში. თუმცა, დანიშნულების ადგილამდე, გზად, სტამბოლის აეროპორტში მსოფლიო პატრიარქს შეხვდა და თალაკვაძე მეგობარ ქვეყანაში “დალოცვილი”  გაემგზავრა. ინფორმაციას მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრის შესახებ, არჩილ თალაკვაძე საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

“ლოცვის შემდგომ საუზმე”: აშშ-ში “საქმის გასარჩევად” არჩილ თალაკვაძეს აგზავნიან

 

“სტამბოლის აეროპორტში, ჩემთვის მოულოდნელად, მსოფლიო პატრიარქს ბართლომეოსს შევხვდი. თბილად მიგვიღო, დაგვლოცა და წარმატებები უსურვა საქართველოს”, – წერს ფეისბუქ გვერდზე თალაკვაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები