LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძემ ორი უცნობი ქალბატონი ზესტაფონამდე ჩაიყვანა (ფოტო)

36

პარლამენტის წევრმა არჩილ თალაკვაძემ თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ორ უცნობ ქალბატონთან ერთად გადაიღო. როგორც არჩილი წერს, ქუთაისისკენ მანქანით მიემართებოდა და ვერტყვიჭალასთან ქალბატონებმა ხელი დაუქნიეს…

„წვიმიანი, ცივი ამინდია. დილაადრიან, თბილისიდან ქუთაისში, პარლამენტის სესიაზე წამოვედი. რიკოთის უღელტეხილზე, ვერტყვიჭალასთან მგზავრებმა დამიქნიეს ხელი. საქართველო ერთი ოჯახია, გავაჩერე მანქანა და ზესტაფონამდე ერთად ვიმგზავრეთ.

უბრალო, კარგი ადამიანები გავიცანი. ეს ავტომობილიც მათი ნაყიდია.

სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ“, აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები