„ჩემს მოლოდინსაც გადააჭარბა…დარბაზი სრულად შევსებული იყო. ნამდვილად კარგი კონცერტი იყო, მაგრამ დამერწმუნეთ, უკეთესს გავაკეთებ…“ – მიშა ზაქარიაშვილი საიუბილეო კონცერტზე და სამომავლო გეგმებზე
რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მიშა ზაქარიაშვილი სტუმრობდა. გადაცემის სტუმარმა გამართულ საიუბილეო კონცერტზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მსმენელს სიმღერა „შევხვდებით“ წარუდგინა.