„რუსთავი 2“-ის მუსიკალური შოუ „დიდი სცენა“ ეთერში ყოველ კვირას გადის. ამჯერად მისი ნახევარფინალური ტური ვიხილეთ, სადაც ხუთმა მონაწილემ ლეგენდარული შესმრულებლის, სტივი უანდერის კომპოზიციები წარმოადგინა.

ჟიურისა და მაყურებლების საერთო ქულებით გამოვლინდა სამი ფინლალისტი, რომელიც შემდეგ, დასკვნით ტურში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

ესენი არიან: მარიამ ქაჯაია, ცოტნე გელოვანი და ირაკლი კაპანაძე. პროექტს კი თიკო ღაჭავა გამოეთიშა.

სანამ კონკურსანტები სტივ უანდერის ტურში ერთმანეთს შეეჯიბრებოდნენ, კონცერტი გახსნა ერეკლე დეისაძემ, რომელმაც შეასრულა კომპოზიცია საკუთარი რეპერტუარიდან „რაც მამას უნდა“. მუსიკალური კონკურსის მეორე ნაწილში სცენაზე ვიხილეთ ჯგუფი „ლაუდსპიკერსი“.

როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულად გამოიყურებოდნენ პროექტის წამყვანები და ჟიურის წევრები. გთავაზობთ ფოტოკოლაჟს.

კატეგორიები: სიახლეები

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05