„21 მარტს ასტროლოგიური ახალი წელი იწყება... რასაც 21 მარტს დაიწყებთ, წლის მანძილზე წარმატებული იქნება...“ - ანზორ ოდიშარია

17 მარტს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა 21 მარტი, ანუ ასტროლოგიური ახალი წელი იყო. ანზორ ოდიშარიამ „არ დაიდარდოს“ მსმენელს ამ დღესთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციები და რეკომენდაციები გაუზიარა.

 ანზორ ოდიშარია: მარტი ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვეა, რადგან ის აღვიძებს ყველა იმ სასიცოცხლო ენერგიას და ძალას, რომელიც წლის მანძილზე გვჭირდება ჩვენი მიზნების მისაღწევად. 21 მარტს ასტროლოგიური ახალი წელი იწყება, რაც  იმას ნიშნავს, რომ სამყაროში იწყება ენერგიის მატება. ზოგადად, ამ დროს ჩვენ ყველანი უფრო ვაქტიურდებით, უფრო პროდუქტიულები ვხვდებით. ეს ენერგია პიკში 26 ივნისამდე არის. ამ პერიოდში ადამიანები აღწევენ იმას, რაც სურთ, თუმცა ხშირად წარსულში არსებული პრობლემები, ფიქრები და აზრები ამ ენერგიის გამოღვიძების საშუალებას არ იძლევა, ამიტომ ყოველ წელს ვამბობ, რომ 21 მარტს აუცილებელია ენერგეტიკული წმენდის და სხვა ისეთი მოქმედებების გაკეთება, რახ თქვენს წარმატებას ხელს შეუწყობს,

რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა შევხვდეთ ასტროლოგიურ ახალ წელს, რომ ჩვენთვის შემდეგი პერიოდი წარმატებული იყოს?

პირველ რიგში, ვიწყებთ სახლის მოწესრიგებას, რადგან ძველი, არა საჭირო, არა პროდუქტიული ნივთები, იქნება ეს სამოსი თუ სახლში არსებული დაზიანებული ნივთები, ხელს გვიშლიან. ეს განსაკუთრებით საძინებელ ოთახს ეხება, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი ენერგეტიკული და ფიზიკური დალაგება, შეცვლა და გადახალისება. მთელი ენერგია და ყურადღება უნდა მიმართოთ იმისკენ, რაც გინდათ, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს. თუ თქვენ გინდათ კარიერის და ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესება, შეგიძლიათ 21 მარტს შეცვალოთ საფულე, განაახლოთ ბარათი, შეცვალოთ თქვენი ანგარიშის ნომერი და ა.შ. თუ არ გაქვთ სამსახური, 21 მარტს შეგიძლიათ თქვენი CV გადააგზავნოთ სხვადასხვა კომპანიაში. ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, აღნიშნულ დღეს შეგიძლიათ ჩაიტაროთ გამოკვლევები იმ მიმართულებით, რა პრობლემაც გაწუხებთ. კარგი იქნებ ვარჯიშის, სწორი კვების დაწყება. 21 მარტს შეგვიძლია დავიწყოთ ყველაფერი, რისი დაწყებაც აქამდე გვინდოდა. იცოდეთ, რომ რასაც 21 მარტს დაიწყებთ, წლის მანძილზე წარმატებული იქნება, უბრალოდ, 21 მარტიდან 21 დღის განმავლობაში ეს ყველაფერი აუცილებლად რუტინულად უნდა აკეთოთ. თუ თქვენ პარტნიორული ურთიერთობები გაინტერესებთ და გჭირდებათ, შეგიძლიათ, თქვენს სოციალურ პლატფორმაზე ფოტოსურათი შეცვალოთ, მისწეროთ იმ ადამიანებს, ვისთანაც თვლით, რომ ურთიერთობა გამოგივათ. ამ 21 დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა გააქტიუროთ კომუნიკაცია, ურთიერთობები, შეხვედრები. თუ ბინის შეძენა გინდათ, ყურადღება დაუთმეთ ბინის მოძიებას, იმ შემთხვევაშიც, თუ ახლა საჭირო ფინანსები და რესურსი აქ გაქვთ. თქვენ ასე სამყაროს აჩვენებთ, რომ ამ ყველაფრისთვის მზად ხართ. რაც არ უნდა გეწყინოთ, ეცადეთ, რომ ამ პერიოდში ბედნიერი, გაღიმებული იყოთ. 21 მარტიდან შემდეგი 21 დღის განმავლობაში ძალიან ცუდია თანხის გაცემა, სესხება, კრედიტის აღება. 21 მარტს ხდება საგვარეულო ენერგიის განახლებაც, უნდა განაახლოთ ყველა ის თილისმა და ამულეტი, რაც აქამდე გქონდათ. კარგი იქნება, თუ მცენარეებით შეავსებთ თქვენს ოფისს, ეს დადებითად მოქმედებს ბიზნესის გააქტიურებაზე და გაძლიერებაზე. 21 მარტს აუცილებლად უნდა გაიწმინდოს სახლის ზღურბლი. 21 მარტი იდეალურია ხის დასარგავად, რომ თქვენი საგვარეულო გააძლიეროთ. ხის დაგვისას შემდეგი სიტყვები უნდა თქვათ: „ როგორც შენ გაიზრდები, როგორც შენ აყვავდები, ასევე ჩემი საგვარეულო, ჩემი ოჯახი აყვავდება და გაძლიერდება“. აღსანიშნავია, რომ აქ მთავარია მოქმედება, ანუ ხის დარგვა, არ აქვს მნიშვნელობა, ხე გაიხარებს თუ არა.

რომელი ხის დარგვა არის უმჯობესი?

ნებისმიერი ფოთლოვანი, ყვავილოვანი ხე კარგია. შეგიძლიათ დარგოთ ალუბალი, თხილი და ა.შ. თუ იცით, რომელია თქვენი ასტროლოგიური ხე, კარგია, თუ ამ ხეს დარგავთ. შეგიძლიათ 21 მარტს განაახლოთ ყველა ის დაფნის თილისმა, რომელიც მზეს და კეთილდღეობას უკავშირდება.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი