22 დეკემბერს, რადიოს „არ დაიდარდო“ გადაცემაში „რადიო დუეტი“ მარიამ ელიეშვილის სიმღერის „მიყვარხარო“ პრემიერა შედგა. მომღერალმა, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და საზოგადოებას ახლო მომავალში, სხვა ნამუშევრების წარდგენასაც დაჰპირდა. რადიოს მსმენელისთვის, პირდაპირ ეთერში, მეგრული სიმღერა „ცირა“ შეასრულა.