,,მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ იზას იმისათვის, რომ მანდო ამ ლამაზი სიმღერის ქალაქური ჰანგის შესრულება" - ლაშა რამიშვილი პრემიერით ,,არ დაიდარდოში"

რადიო ,,არ დაიდარდოს გადაცემას ,,რადიო დუეტი თაკოსთან  ერთად”  მომღერალი, მსახიობი და მუსიკალური წამყვანი ლაშა რამიშვილი სტუმრობდა ახალი სიმღერის პრემიერით ”სატრფიალო”, სატელეფონო ხაზზე კი ჩაგვერთო კომპოზიტორი იზა ლილუაშვილი, რომელიც ამ სიმღერის ავტორი გახლავთ.

გავიხსენოთ პანდემიის პერიოდი..

ბედნიერი ვარ, რომ დღეს შენს ეთერში ვიმყოფები. პანდემიის პერიოდში ძალიან დიდი სტრესი გადავიტანეთ მთელმა ოჯახმა, რადგან პრობლემები მქონდა იოგებზე, მთელი ეს პერიოდი საუბარიც კი მიჭირდა. ღვთის წყალობით ყველაფერი მოგვარდა, გავიკეთე ოპერაცია და დაიწყო ჩემი აქტივობა შემოქმედებით ცხოვრებაში. ვიმუშავე სიმღერებზე, ახლაც მზადების პროცესშია ორი ახალი სიმღერა ერთი ცოცხალი ინსტრუმენტებით იქნება, ხოლო მეორე აკუსტიკური ვერსია.

თეატრალურ ცხოვრებაზეც, რომ ვისაუბროთ..

გადავედით ახალ თეატრში, დათო დოიაშვილმა მიაღწია ჩვენს საწადელს, თავისი გუნდით დაუღალავი შრომით უზარმაზარი საქმე გააკეთა იმისათვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ ხელოვნების ამ სფეროს კიდევ ერთი ახალი თეატრი შეჰმატოს, რომელსაც დიდი რეიტინგი ჰქონდა და ექნება კიდეც. დარბაზი არის 400 კაციანი, გვყავს ძალიან მაგარი სტაფი და ფანტასტიური რეჟისორი, რომელთან ერთადაც გავაკეთებთ კარგ პროექტებს, ერთ-ერთი კი აუცილებლად იქნება მიუზიკლი.

სატელეფონო ხაზზე გვერთვება შენი ახალი სიმღერის ”სატრფიალო” ავტორი, კომპოზიტორი იზა ლილუაშვილი, ქალბატონო იზა სიმღერის შექმნის შესახებ, რომ გვესაუბროთ?

საღამომშვიდობისა თაკო. ეს სიმღერა იმდენად პოზიტიურია, რომ პანდემიურ მდგომარეობას ანეიტრალებს. დაიწერა 3 წლის წინ, თუმცა მაშინ არ მქონდა გადაწყვეტილი ვინ შეასრულებდა. ლექსი არის ქალბატონი ნანა ცინცაძის. ლაშას საქებარი სიტყვები არ დამელევა, ვულოცავ მას ამ სიმღერის პრემიერას.

ლაშა გვიამბე სიმღერის ისტორია..

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ იზას იმისათვის, რომ მანდო ამ ლამაზი სიმღერის ქალაქური ჰანგის შესრულება. ეს ყველაფერი კი მოხდა ჩემი კარგი მეგობრის  სალომე ყიფიანის წყალობით, რომელმაც გამომიგზავნა ეგრეთწოდებული ,,ბალვანკა” და მითხრა თუ მომეწონებოდა სიმღერა უნდოდათ, რომ მე შემესრულებინა.  ჩაიწერა მარიკა ქაცარავას სტუდიაში, არანჟირებაც ეკუთვნის მას და გაკეთდა ძალიან კარგი მასტერინგი. ძალიან დიდი მადლობა შენ და გიორგი მშვენიერაძეს, ერთი ისტორია უნდა გავიხსენო ეთერში ვზივარ და შენი სიმღერა მოითხოვეს მიყოლებით სამჯერ, მეც გავუშვი. გიორგი გვერდით ოთახში მუშაობდა და შემომივარდა, რას აკეთებ თაკოს სიმღერა საათში სამჯერ გავიდაო (იცინიან).

 

ლაშა რამიშვილი – სატრფიალო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ლაშა რამიშვილი – დავალ საყვარელ ქუჩებში. Live

 

ლაშა რამიშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

Ad desktop banner Ad mobile banner