„როდესაც ხარ ძალიან მოთხოვნადი, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება" - გია სურამელაშვილი

რადიო ,,არ დაიდარდოს” გადაცემის  ,,რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად” სტუმარია ქალაქური სიმღერების უბადლო შემსრულებელი გია სურამელაშვილი და ჯიმი მაქაცარია, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ საახალწლო განწყობაზე სასაუბროდ და მოგვიტანეს ახალი სიმღერა ,,მხოლოდ შენია ჩემი გული”.

გია სურამელაშვილი:

მივესალმები ჩემს უტკბილეს ხალხს, დიდი ხანია თქვენთან არ მოვსულვარ. დღეს მოვედი ჩემს უახლოეს ძმაკაცთან ჯიმი მაქაცარიასთან ერთად.

გია შევაჯამოთ 2019 წელი, როგორი იყო ეს წელი შენთვის?

ეს წელი იყო ჩემთვის ნაყოფიერი, მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს წუწუნი, ამ შემთხვევაში ვერ ვიწუწუნებ. შევიძინე სახლი, ასევე მქონდა ბევრი გასტროლი. ახლახანს ჩამოვედი დიდი ემოციებით ბელგიიდან. არ ვიცოდი თუ ამ დონეზე ვუყვარდი ადამიანებს,  მინდა ამისთვის გადავუხადო მათ დიდი მადლობა. როდესაც ხარ ძალიან მოთხოვნადი, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. ასევე უღრმესი მადლობა ჩემს მენეჯერს მარინა კაშიას, დღეს არ არის აქ თუმცა მეორე მენეჯერი ჯიმია ჩემს გვერდით.

ჯიმი როგორ  შეხვდი ახალ 2020 წელს?

2020 წელს რა თქმა უნდა ვხვდებით გრანდიოზულად, ახალციხეში გაიმართა ძალიან საინტერესო შოუ პროგრამა და იყო ბევრი პრიზები. ვფიქრობთ, რომ დავიბედეთ ფეხბედნიერი 2020 წელი. ეს საღამო დაიგეგმა დიდი ხნის წინ ახალციხეში, ორ გრანდიოზულ რესტორან ,,ვარძიასა” და ,,ახალციხეში”.

ვის ეძღვნება სიმღერა ,,მხოლოდ შენია  ჩემი გული”?

ეს სიმღერა სევდიანია და ემოციური, ტექსტიც და მუსიკაც ეკუთვნის ნინო ახვლედაშვილს. მინდა ვისაუბრო ამ სიმღერის გარშემო, რადგან იმდენი ვიმღერე  ტკივილზე, სიყვარულზე, რომ ის მოვიდა. იმედი, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაქვს, ის არ უნდა დაიკარგოს. მინდა ჩვენს მსმენელს ვუსურვო იგივე, შერიგებას და სიყვარულს არაფერი არ უნდა უშლიდეს ხელს. ვფიქრობ, რომ ის რაც გიწერია არასოდეს აგცდება.

 

გია სურამელაშვილი – მხოლოდ შენია

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გია სურამელაშვილი.  ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

რეკლამა: 0:05