LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სიმღერა, რომელიც მოგიტანეთ, ეძღვნება ემიგრანტებს” – ვახო ბიჭიკაშვილი

1030
vaxo-bichikashlnewsss2020

თაკო მელიქიშვილის გადაცემას ”რადიო დუეტი” ვახო ბიჭიკაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მოგვიტანა ახალი სიმღერა სახელწოდებით ,,ემიგრანტები” და ისაუბრა თავის შემოქმედებით ცხოვრებაზე.

მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს მსმენელს, რომლებიც არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და ასე უყვართ ჩემი სიმღერები. მე არ ვარ მომღერალი, ამას რა თქმა უნდა ხაზს ვუსვამ, მინდა მსმენელს შევთავაზო პროდუქტი განსხვავებული ფორმით. ჩვენ ძირითადად სიმღერას ვაქავერებთ, ისეთ ჰიტებს, რომლებიც წარსულში დაწერილია და გემოვნებიანი. სიმღერა, რომელიც მოგიტანეთ ეძღვნება ემიგრანტებს, ტექსტი და მუსიკა ეკუთვნის ყველაზე გემოვნებიან კომპოზიტორს, დიდებულ ნუგზარ ერგემლიძეს, რომელიც ძალიან მიყვარს. იდეა ეკუთვნის პაატა სილაგაძეს, მე ვთანამშრომლობ მასთან და მის სტუდიასთან, ის არის ჯადოქარი, რომელმაც შეძლო, რომ მე ამამღერა და მომცა სტიმული. ასევე ჩვენ ვგეგმავთ ვიდეორგოლების გადაღებას. პირველ რიგში პრემიერას ყოველთვის ვიწყებ რადიოთი, რომელსაც არაჩვეულებრივი მსმენელი ჰყავს და აუცილებლად გავაგრძელებ ჟანრს, რომელსაც ჰქვია ტაშფანდური.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები