ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” მუსიკოსები კაკული და მიშელ გურიელაშვილები სტუმრობდნენ, რომელთაც რამდენიმე ახალი სიმღერა წარმოადგინეს და საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრეს.
– მიშელ, დიდი ხანია ისრაელში ხართ და ალბათ, ნოსტალგია არ გასვენებთ?
– მართალია, ისრაელში ხშირად ეწყობა ქართული საღამოები, მაგრამ მონატრება მაინც არავის გვასვენებს, რადგან საქართველოში დაბადებული ყველა ემიგრანტი გულით ვატარებთ სამშობლოს სიყვარულს.
– კაკული, რამდენად რთული იყო უცხო ქვეყანაში მუსიკალური კარიერის გაკეთება?
– რა თქმა უნდა, ახალ ჩასულებს ძალიან გაგვიჭირდა, რადგან განსხვავებული მენტალიტეტი გვქონდა და სულ სხვა ცხოვრებას ვიყავით ჩვეული, მაგრამ სწრაფად შევეჩვიეთ ახალ გარემოს. ყველაფრის თავიდან დაწყება, უცხოელებისთვის ქართული კულტურის გაცნობა მოგვიხდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენს დაწყებულს ახალგაზრდები უფრო აქტიურად გააგრძელებენ.