LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არდი და 1World Online, საქართველოში ტურიზმის ციფრული განვითარების და ტურისტული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ

466
სტრატეგიული პარტნიორობა

სადაზღვევო კომპანიამ „არდი“ და საერთაშორისო კომპანიამ „1World Online“, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია პლატფორმით TravelVerse, სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს. პარტნიორობის მიზანია საქართველოში ტურისტების უსაფრთხოების გაძლიერება და ციფრული სერვისების ინტეგრაცია ერთიან ეკოსისტემაში.

პლატფორმა TravelVerse წარმოადგენს ინოვაციურ ციფრულ ეკოსისტემას, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარებასა და გამარტივებულ ხელმისაწვდომობას ტურიზმის სფეროში. ვიზიტორებს სთავაზობს მარტივ, სწრაფ და ეფექტურ გზას სასურველი სერვისების მოძიებისა და შერჩევისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ მათზე მორგებული გამოცდილების მიღება, როგორც ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, ასევე QR კოდის ერთჯერადი დასკანერებით, რაც გამოცდილებას კიდევ უფრო ამარტივებს.

TravelVerse აერთიანებს ტურიზმს, ბიზნესს, სერვისებსა და ვიზიტორთა რესურსებს ერთიან ციფრულ სივრცეში და უზრუნველყოფს მოგზაურის მხარდაჭერას სრული მოგზაურობის მანძილზე – დაგეგმვიდან გამგზავრებამდე.

პარტნიორობის ფარგლებში, TravelVerse-ის მომხმარებლებს „არდის“ ოფიციალურ პლატფორმაზე მარტივი და სწრაფი ნავიგაციით ექნებათ პირდაპირი წვდომა „არდის“ სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის „Welcomer” პოლისზე. დაზღვევის შეთავაზება ინტეგრირდება სასტუმროებში განთავსებული QR კოდების, აეროპორტის ციფრული წერტილებისა და პლატფორმის არხების საშუალებით, რაც ტურისტებისთვის ქმნის უსაფრთხო და კომფორტულ გამოცდილებას საქართველოში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

TravelVerse-ის ეკოსისტემაში წარმოდგენილია როგორც საერთაშორისო ბრენდული, ასევე ბუტიკური სასტუმროები, მათ შორის: Holiday Inn, Hilton, Wyndham,  Golden Tulip, Radisson, Afisha.

პარტნიორობა აძლიერებს „არდის“ როგორც სანდო და ხელმისაწვდომი სამოგზაურო დაზღვევის პროვაიდერის პოზიციონირებას საერთაშორისო მასშტაბით, უზრუნველყოფს სრულად ციფრული გაყიდვების და მომხმარებელთან ურთიერთობის არხს ტურიზმის სეგმენტში და ქმნის გაზომვად შედეგებზე დაფუძნებულ თანამშრომლობის მოდელს. ამავდროულად, 1World Online / TravelVerse აძლიერებს საკუთარ როლს, როგორც ციფრული ხიდისას ტურისტებსა და სერვისპროვაიდერებს შორის – ქმნის ინტეგრირებულ, მასშტაბურ და გრძელვადიან, მდგრად ეკოსისტემას, რომელიც ხელს უწყობს ტურიზმის სექტორის თანამედროვე, უსაფრთხო და ტექნოლოგიურ განვითარებას საქართველოში.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g