LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არესტოვიჩი: „რუსები აღშფოთებულები არიან – უკრაინელმა პარტიზანებმა მელიტოპოლში სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს“

129
Untitled design (2)

უკრაინელმა პარტიზანებმა მელიტოპოლთან სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ უცნობია, თუ როდის შეძლებენ რუსები ხიდის აღდგენას:

“გუშინ ჩვენმა პარტიზანებმა მელიტოპოლთან სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს.
ხიდი ნაწილობრივ დანგრეულია.
არც ერთი მატარებელი ჯანკოიდან მელიტოპოლამდე არ მოსულა.

ჯერ რთულია იმის თქმა, ზუსტად როდის შეძლებენ რუსები ხიდის აღდგენას და მასზე მოძრაობას, მაგრამ აღშფოთებულები არიან. მათ რაღაც დიდი არ გამოუვიდათ.

HIMARS + პარტიზანები უკრაინის სამხრეთში სტუმართმოყვარეობის გარანტია”, – წერს არესტოვიჩი სოციალურ ქსელში.

„მტერმა უკან დაიხია – ჩვენმა სამხედროებმა რუსების შეტევა რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს“ – უკრაინის გენშტაბი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები