LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მტერმა უკან დაიხია – ჩვენმა სამხედროებმა რუსების შეტევა რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს“ – უკრაინის გენშტაბი

105
Untitled design

ომის მიმდინარეობის 173-ე დღეს უკრაინის გენერალური შტაბი საომარ ვითარებაზე შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გარკვეული მიმართულებებით საბრძოლო ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

“რუსმა ოკუპანტებმა თავდასხმა განახორციელეს სუმის რაიონის რამდენიმე დასახლებაში.

სლავიანსკის მიმართულებით მტერმა ცეცხლი გახსნა  სხვადასხვა ტიპის არტილერიიდან.

ბახმუტის მიმართულებით, მტერმა გააძლიერა ჩვენი თავდაცვის წინა კიდეების დაზვერვა, განახორციელა დაბომბვა არტილერიიდან და ტანკებიდან ტორეცკის, ბახმუცკის მახლობლად.

მტერმა ავიაიერიშები სოლედარის დასახლების მიდამოშიც განახორციელა. რუსი სამხედროები აწარმოებდნენ შეტევით ბრძოლებს, თუმცა არ ჰქონდათ წარმატება და უკან დაიხიეს..

ტაქტიკური პოზიციის გასაუმჯობესებლად ოკუპანტებმა აწარმოეს შეტევითი ბრძოლები პისკისა და პერვომაისკეს მიმართულებით, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს.

ვრემივკას დასახლების მიმართულებით ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანეიტრალეს ოკუპანტების სადაზვერვო ჯგუფი.

მტერმა შეტევითი ბრძოლები აწარმოა პავლივკას მიმართულებით, წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია.

რუსული პროპაგანდა აგრძელებს ტყუილს, იგონებს გამარჯვებებს და ფარავს თავისი არმიისა და დაქირავებულთა დანაშაულს. ამიტომ, მოგიწოდებთ, ენდოთ მხოლოდ დამოწმებული წყაროების ინფორმაციას და არ გაავრცელოთ რუსული დეზინფორმაცია”, – წერს უკრაინის გენშტაბი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g