LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არიან ადამიანები, რომლებსაც ზედმეტი წონა არ აწუხებს და ბედნიერად თანაცხოვრობენ მასთან, მაგრამ როცა გაწუხებს, ამ შემთხვევაში იღებ გადაწყვეტილებას“- როგორ აკონტროლებდა ინგა გრიგოლია წლების განმავლობაში წონას

1050
ფორტუნა (6)

ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა, როგორ აკონტროლებდა წლების განმავლობაში წონას.

„არიან ადამიანები, რომლებსაც ზედმეტი წონა არ აწუხებს და ძალიან ბედნიერად თანაცხოვრობენ საკუთარ წონასთან, მაგრამ როცა გაწუხებს, ამ შემთხვევაში იღებ გადაწყვეტილებას.

ზედმეტი წონა გაწუხებს, რადგან ენერგია აღარ გაქვს, როგორც ადრე და ყველაფერი გეზარება, აღარაფერს ვამბობ ვიზუალურ ეფექტზე. როცა წლების წინ სხვა ადამიანს იცნობდი და სხვა ადამიანი გიყურებს სარკიდან.  ჩემმა მეგობრებმაც იციან, რომ ღრმა ბავშვობიდან ეს პრობლემა მქონდა. სულ მსუქანი ვიყავი და მთელი ცხოვრება ვებრძოდი წონას.

დაახლოებით 12-13 წელი „წონა მეჭირა“ ლაშა უჩავას წყალობით. ბევრი წლები ვაკონტროლებდი. მერე სადღაც გამექცა. ალბათ ეს ასაკის ბრალიც იყო“. – ამბობს ინგა გრიგოლია „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, ინგა გრიგოლიამ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა კუჭის ოპერაციის გაკეთება.

„ბებიობის შემდეგ, მივხვდი რომ სიახლეები მჭირდებოდა, წავედი და კუჭის ოპერაცია გავიკეთე, დავიწყე ზრუნვა ვიზუალზე, მინდოდა ენერგია მეტი მქონოდა” – ინგა გრიგოლია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g