LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას… შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობებისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“- ირაკლი კობახიძე მოქალაქეებს

147
ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკავშირებით სამების ტაძართან შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა. მისი თქმით, არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, თითოეული ჩვენი მოქალაქე გაერთიანდეს სიყვარულის გარშემო”:

ილია მეორე: ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა, საქართველოვ, მიყვარხარ

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. მოგესალმებით ჩვენი ძვირფასი ქვეყნის, საქართველოს თითოეულ შვილს, ჩვენს ძმებს და დებს. დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ფასეულობების დაცვის დღე. ეს არის ჩვენი ქვეყნის იდენტობის, მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვის დღე. ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის დღე და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე, რომელიც არს ძალიან ამაღელვებელი თითოეული ჩვენგანისთვის, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გააერთიანა.

„დღეს როდესაც მთელს მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა როგორც დიდი სიწმინდის“- მეუფე შიო

რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის იდენტობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის ადამიანებს შორის სიყვარული. არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენს შორის სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, თითოეული ჩვენი მოქალაქე გაერთიანდეს სიყვარულის გარშემო. ერთიანობა სიყვარულის გარშემო არის ის, რაზეც თითოეული ჩვენგანი უნდა ვზრუნავდეთ. ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას სიყვარულით. სიყვარულით შეგვიძლია ასევე გავერთიანდეთ ჩვენს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. გაუმარჯოს ჩვენს ერთიან საქართველოს, რომელიც გაერთიანებულია სწორედ ადამიანებს შორის სიყვარულით. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობებისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“ – განაცხადა კობახიძემ.

ირმა ინაშვილი: „ფეხზე რომ ვდგავართ, ეს იმ სამღვდელოების, ჩვენი პატრიარქის, ეპისკოპოსების, დედებისა და მამების ლოცვის შედეგია, რომლებიც განუწყვეტლივ ავედრებენ ღმერთს ქართველ ხალხს და საქართველოს“

magti 5g