„დაწყნარდით, ესაა წვეთოვანი ინფექცია”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
ის გავრცელებულ მოსაზრებას გამოეხმაურა, თითქოს შესაძლოა კორონავირუსი ჰაეროვანი გზითაც გადაიცემოდეს.
„დაწყნარდით, ესაა წვეთოვანი ინფექცია. გამოჩნდა გარკვეული მოსაზრებები, რომ შესაძლოა, ჰაეროვანი გზითაც გადაიცემოდეს… ყოველ შემთხვევაში, კოღოები ნამდვილად არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 995 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.