LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ჩვენ ამ დონის ეპიდსიტუაციით ვიარეთ ივლის-აგვისტო, ვფიქრობთ სკოლებში სწავლის დაწყების პრობლემა არ იქნება-ამირან გამყრელიძე

98
a58d2e069a278a887902762de5f45ade

კიდევ ერთხელ მივმართავთ მოსახლეობას, კორონავირუსი არსად გამქრალა, ჩვენთან ერთად არის და ყოველ წუთს შეიძლება იფეთქოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლირებადია.

„ჯერ ეს საკითხი არ დასმულა, რადგან ეპიდსიტუაცია მართვადია და კონტროლს ემორჩილება. თუ ჩვენ ამ დონის ეპიდსიტუაციით და ამ მასშტაბით ვიარეთ ივლის-აგვისტო, ჩვენი გადასახედიდან, ვფიქრობთ სკოლებში სწავლის დაწყების პრობლემა არ იქნება. თუ რა ფორმით და როგორ ამაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 995 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g