არიანა გრანდე, დუა ლიპა, ტეილორ სვიფტი, რიანა, კეტი პერი, ბრუნო მარსი, მაილი საირუსი, ჰარი სტაილზი, ლედი გაგა, ბრიტნი სპირსი, მადონა – ეს იმ არტისტთა მცირე ჩამონათვალია, რომელთაც ნიკი მინაჟს ,,ინსტაგრამზე” ,,ანფოლოუ” გაუკეთეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კოლეგებთან ერთად, მან მილიონობით სხვა გამომწერიც დაკარგა.
მიზეზი ამ უკანასკნელის მიერ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებებია.
რეპერმა ჩარლი კირკის ქვრივთან, ერიკა კირკთან ტეტ ა ტეტ საჯარო დისკუსიისას, ქვიარ ადამიანების მისამართით შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი განცხადებები გააკეთა, რასაც საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ამჟამად, ჰიპ ჰოპ არტისტის ექაუნთი დეაქტივირებულია.