LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა მნიშვნელოვანი წარმატებისთვის გვქონდეს კონკრეტული მიზნები – FM ქოუჩი

11
271889948-246326764312397-2714927384655340251-n

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის წარმატება, არის თუ არა მნიშვნელოვანი ამ გზაზე გვქონდეს კონკრეტული მიზნები – ამ თემებზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა თინათინ ბასილაიამ ისაუბრა.

რა არის წარმატება?

ჩვენ ყველას გვსურს ვიყოთ წარმატებულები და მივაღწიოთ სასურველ მიზნებს.

დამეთანხმებით, ხშირად წარმატების გზაზე ხელს გვიშლის მოტივაციის ნაკლებობა, სიზარმაცე, შიშები, ბუნდოვანი წარმოდგენა თუ რა უნდა გავაკეთოთ მიზნის მისაღწევად, რა ნაბიჯები გადავდგათ და ა.შ.

წარმატების მცნება თითოეული ჩვენგანისთვის ინდივიდუალურია. თუმცა ხშირად საზოგადოების, სოც. ქსელების, მასმედიის გავლენის ქვეშ ექცევა ადამიანი, მან შეიძლება საკუთარ თავთან კონტაქტი დაკარგოს და აირჩიოს ის გზა, რომელსაც მისთვის ბედნიერება არ მოაქვს.

არის თუ არა მნიშვნელოვანი გქვონდეს კონკრეტული მიზნები?

ნამდვილი წარმატება, რომელსაც მოაქვს სიხარულის და კმაყოფილების განცდა, დგას იმ ფასეულობებზე, რომელიც ჩვენი პიროვნებისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ საჭიროა გავაცნობიეროთ რა არის ჩვენი ფასეულობები, რა არის ჩვენი ნამდვილი სურვილები. შემდეგ კი ჩვენი მიზნები დავსახოთ ამ სურვილების მიხედვით.

როდესაც განვსაზღვრავთ ჩვენს ნამდვილ სურვილებსა და მიზნებს, შემდეგ ქოუჩი გვეხმარება შევიმუშავოთ სამოქმედო გეგმა, ვიპოვოთ კრეატიული, ჩვენზე ინდივიდუალურად მორგებული გზა მიზნის მისაღწევად, პრობლემების გადასაჭრელად.

როგორ გვეხმარება ქოუჩინგი ამ პროცესში?

ქოუჩინგი გვეხმარება განვსაზღვროთ პირადად ჩვენთვის რა არის წარმატება, პირადად ჩვენთვის ბედნიერება რას მოაქვს, ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი და ამის ირგვლივ მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება.

ქოუჩინგი გვეხმარება ვიპოვნოთ ჩვენი ნამდვილი სურვილები, დავსახოთ ის მიზნები, რომლებიც შთაგვაგონებს, ვნახოთ საკუთარ თავში აქამდე მიძინებული რესურსები. ის გვეხმარება გავხდეთ უფრო კრეატიული, მოტივირებული, ენერგიული, ეფექტური, მივაღწიოთ სასურველ მიზნებს და რაც მთავარია წარმატებას.

თინათინ, რა მოაქვს ქოუჩ სესიას?

თითოეულ ქოუჩ სესიას შემოაქვს ადამიანის გონებაში სიცხადე, ფიქრებში არსებულ ქაოსს წესრიგი ცვლის, ადამიანი ცხადად ხვდება პირველი რა ნაბიჯი უნდა გადადგას, რა უნდა გააკეთოს, როგორ და რაც მთავარია მას ეზრდება მოტივაცია, ენერგია და სურვილი იმოქმედოს.

ქოუჩი ადამიანს ეხმარება დარჩეს ტონუსში, არ დანებდეს, გადადგას საჭირო ნაბიჯები, მხარს უჭერს მიაღწიოს დასახულ მიზანს, ეხმარება აღმოფხვრას წინააღმდეგობები, შიშები დაძლიოს და საბოლოო ჯამში მოახდინოს სასურველი მიზნების უფრო სწრაფად და ეფექტურად რეალიზება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g