LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა პუტინი ავად – რა ინფორმაციას ფლობს აშშ-ის დაზვერვა

189
Untitled design

უკრაინაში საომარი ვითარების შეფასების დროს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო კომიტეტის დირექტორმა რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

როგორც უილიამ ბარნსმა აღნიშნა, აშშ-ის დაზვერვას არ აქვს ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინი არასტაბილურადაა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.

როგორც უილიამ ბერნსმა აღნიშნა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. მეტიც, ხუმრობით თქვა, რომ პუტინი “ზედმეტად ჯანმრთელად” გამოიყურება.

“ბევრი ჭორი დადის პრეზიდენტ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ და რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულიად ჯანმრთელია”, – თქვა ბერნსმა კოლორადოში უსაფრთხოების ფორუმზე.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში მსოფლიო მედიაში გახშირდა დაუდასტურებელი ცნობები პუტინის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. წერენ იმასაც, რომ მას კიბო აქვს.

არის თუ არა პუტინი ავად? – რას ამბობს სერგეი ლავროვი

რა შეიძლება სჭირდეს პუტინს – ვიდეო, რომელიც კრემლის პრესცენტრმაც არ გამოაქვეყნა

მედია: პუტინს საოპერაციოდ ამზადებენ – ბლოხინის ცენტრი № 1 პაციენტის მისაღებად მზადაა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g