LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა პუტინი ავად? – რას ამბობს სერგეი ლავროვი

7763
ლავროვი პუტინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უპასუხა კითხვას, არის თუ არა პუტინი ავად. 

ფრანგული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, სერგეი ლავროვმა პუტინის ავადმყოფობა უარყო.

„იმის გათვალისწინებით, რომ პუტინი მუდმივად ჩნდება საჯაროდ, არ მგონია, საღი აზროვნების ადამიანებმა შეიძლება ამ პიროვნებაში დაავადებისა და ავადმყოფობის ნიშნები დაინახონ“. – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, მედიაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ვარაუდები, რომ შესაძლოა ვლადიმირ პუტინი, რომელიც 70 წლისაა,  დაავადებული იყოს მძიმე სენით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g