LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: პუტინს საოპერაციოდ ამზადებენ – ბლოხინის ცენტრი № 1 პაციენტის მისაღებად მზადაა

16801
vladimir putin

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ უცხოურ მედიაში სულ უფრო ხშირად წერენ. ამჯერად კი უკრაინულ  მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს საოპერაციოდ ამზადებენ ბლოხინის ცენტრში.

უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ტელეგრამ არხზე „Сможем объяснить“ დაყრდნობით წერს, რომ ოპერაციას პუტინს სწორედ ბლოხინის ცენტრში გაუკეთებენ.

ჟურნალისტი ირწმუნება, რომ მისი ნაცნობები კარგად ინფორმირებულებულები არიან პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ და ნდობას იმსახურებს მათი მოწოდებული ინფორმაცია.

მათ ინფორმაციით, კი კლინიკის ერთი კორპუსი დახურულია და სხვა პაციენტებს არ უშვებენ. ამ დროისთვის, ქვეყნის № 1 პაციენტს გამოკვლევებზე ელოდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დაავადება იმდენად წინაა წასული, რომ ოპერაცია თუ გაახანგრძლივებს სიცოცხლეს, ეს იქნება არაუმეტეს 3-4 თვე.

გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს პანკრეასის სიმსივნე აქვს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, პუტინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და მისი ავადმყოფობა უარყო.

არის თუ არა პუტინი ავად? – რას ამბობს სერგეი ლავროვი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g