LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არის ზეწოლების უპრეცედენტო ფაქტები, რაც წინა არჩევნებისგან განსხვავებით უფრო გახშირებულია” – სახალხო დამცველი

60
ნინო-ლომჯარია

“ამ ეტაპზე, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის ნამდვილად ზეწოლების უპრეცედენტო ფაქტები, რაც წინა არჩევნებისგან განსხვავებით უფრო გახშირებულია”, – ამის შესახებსახალხო დამცველი საუბრობს.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, პოლიტიკური ოპონენტების მხარდამჭერების, მათთან კავშირში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოიხატება როგორც სამსახურიდან გათავისუფლებაში, ასევე პირების იძულებაში, საკუთარი კანდიდატურა მოხსნან:

“საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა საინტერესო იქნება ნახვა, ეს ყოველთვის ქართული არჩევნების ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო, თუმცა ამ ეტაპზე, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის ნამდვილად ზეწოლების უპრეცედენტო ფაქტები, რაც წინა არჩევნებისგან განსხვავებით უფრო გახშირებულია.

ანუ პოლიტიკური ოპონენტების მხარდამჭერების, მათთან კავშირში მყოფ პირებზე უპრეცედენტო ზეწოლის ფაქტები, რაც გამოიხატება როგორც სამსახურიდან გათავისუფლებაში, ასევე პირების იძულებაში, მოხსნან საკუთარი კანდიდატურა.

ხაზგასმით კონკრეტული ქალაქის ან რეგიონის დასახელება გამიჭირდება. ჩვენ ვიღებთ ინფორმაციებს, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, სამეგრელოდან, შიდა ქართლიდან, ასევე სხვა რეგიონებიდანაც, თითქმის ყველა კუთხიდან ვიღებთ მსგავს ინფორმაციებს”, – განაცხადა ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g