LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არქეოლოგებმა 6500 წლის წინ ჩატარებული ფესტივალის ნაკვალევს მიაგნეს

131
5676

დიდ ბრიტანეთში არქეოლოგებმა უძველესი „ფესტივალის“ ჩატარების მტკიცებულება ნახეს. სავარაუდოდ მაშინ სხვადასხვა კუთხიდან ასობით ადამიანი გროვდებოდა.

ამის შესახებ The Independent წერს.

კვლევა ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით ჩატარდა. არქეოლოგებმა ქვის ხანის ადგილი გათხარეს ქალაქ კარლაილთან ახლოს. ვარაუდობენ, რომ ეს არ ყოფილა მუდმივი ადგილი და ხალხი აქ სპეციალურად მიდიოდა რაიმე ცერემონიის ჩასატარებლად. ამაზე მეტყველებს არქიტექტურა და აქ ნაპოვნი საგნები.

პრეისტორიული ცენტრი ასაკი დაახლოებით 6500 წელია. არქეოლოგებმა აქ ნახეს ყველაზე დიდი კოლექცია, რომელიც შედგება 600 ნაჭერი წითელი ჟანგმიწისგან. ასევე მიაგნეს უამრავ დამუშავებულ ქვას.

სხვა მიგნებებს შორის გამოყოფენ სამკაპს, რომელსაც თევზის საჭერად იყენებდნენ.

საცერემონიო ადგილის შესწავლით და ნაპოვნი საგნების მიხედვით არქეოლოგებმა დაასკვნეს, რომ აქ ტარდებოდა უძველესი ფესტივალები. შესაძლოა ის უკავშირდებოდა ქაშაყის ჭერის სეზონის დაწყებას ან დასრულებას. ხალხი აქ სხვადასხვა ადგილიდან იყრიდა თავს. ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ყოველწლიურად ტარდებოდა. აქ იკრიბებოდა ასეულობით ადამიანი, რომლებიც რიტუალებში მონაწილეობისთვის სხეულს ჟანგმიწათი იღებავდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები